პრესრელიზი
15 აგვისტო, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ნესტან რასმუსენი
ოუფენრევოლუშენი, მობიპეი
+995 32 222 38 76
nrasmussen@mobipay.ge
"მობიპეი" ბათუმში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის
[Publicity.Ge]თბილისი, 15 აგვისტო, 2011 - მობილური გადახდების პირველი ქსელი "ოუფენრევოლუშენი" ("მობიპეი") აფართოებს თავის მომსახურებას და ბათუმში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის. ამდენად, "მობიპეი"-ს მომსახურებით სარგებლობა ბათუმელებსა და მის სტუმრებსაც შეუძლიათ.
ახალი ოფისი 16 აგვისტოს, 11.00 სთ-ზე, "ბათუმი პლაზაში" (ჭავჭავაძის #5) გაიხსნება "მობიპეი"-ს ოფისი. გახსნის ცერემონია "მობიპეის"-ს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც დაესწრებიან.
პირველ ეტაპზე "მობიპეი"-ს სერვისით სარგებლობა ბათუმში 90-მდე ობიექტში იქნება შესაძლებელი, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. "მობიპეი"-ის მიერ დასაქმებულთა რიცხვი აჭარაში 30-ზე მეტია. მათი უმეტესობა სტუდენტია, რომლებმაც გაიარეს საგანგებო, საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული ტრეინინგები.
"მობიპეი"-მ 6 თვეში, თბილისში 110000 მომხმარებელი დაარეგისტრირა
"ჩვენ 1500 პარტნიორი სავაჭრო ობიექტი და 150 "ქეშაგენტი" გვყავს. დარწმუნებულები ვართ, ბათუმში განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდებიან ჩვენს სერვისებს", - აცხადებს "ოუფენრევოლუშენი"-ს აღმასრულებელი დირექტორი ალენ გილსტრაპი.